პატარა, როგორც ოქროს წიწილი,
ეტლში, სალონში, აკვანში, ბაღში
გაისმის მათი ზარის სიცილი.
მაგრამ კონტრასტი არის ამ ბედის,
გულცივი, მკაცრი და გამყიდველი.
მშიერი სახით კაფეში შედის
ბავშების გუნდი შიშველ-ტიტველი.
მათი თვალები აღარ იცინის,
ხედვაში ხანჯლის არის ციება.
არ ეპატიოს - კვნესენ ისინი -
ქვეყანას ჩვენზე შურისძიება.
მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე,
გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით,
ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,
ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით.