უკან: გალაკტიონ ტაბიძე

ბორის ნიკოლაიშვილს

8 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ჩემს მეგობართა შორის,
მომავლისათვის მარგი,
უძვირფასესი ბორის
არის ყველაზე კარგი.

გამოხედვა აქვს ქორის,
და ანგელოსის ქართლის
გქონდეს, პატარა ბორის,
გზა მეომრის და მართლის.