მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს,
კიდევ ედება გედები მწუხრის
გედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.
რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო,
უფრო სავსეა გზა ამ გედებით,
და სიყვარული, ვით ვატერლოო,
მოფენილია ამ იმედებით;
სხვა მხარეები უხსოვარ ხნიდან
მაწვალებს, მათრობს და მეფერება.
თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან,
რადგან ვერ ვპოვე ბედნიერება.
სულ ერთი არის: ღვინით ან ქალით,
ან ყვავილებით - გაჰქრენ ვნებები.
შუბლზე გადვისობ ხელებს კანკალით,
რომ გაიფანტონ მოგონებები.