LITERA
TURA
მთავარი
PDF წიგნი
პროზა
ბლოგი
კონტაქტი
უკან:
გალაკტიონ ტაბიძე
დიდი ქალაქი
55 ნახვა •
1 წთ კითხვა
ქალაქი იმნაირია -
წამით არა აქვს სვენება,
ხანდახან მასში ძლიერი
აჩრდილი მომეჩვენება.
რამდენი დიდი ქუჩაა,
რამდენი დიდი შენობა -
ადამიანიც ისეა,
როგორც ტყის ფოთოლფენობა.
ღამით მუსიკა ნელდება
და მიდუდუნებს როგორც რუ:
რა-რა-რა-რა... რა - პაუზა.
და ისევ: რუ-რუ, რუ-რუ-რუ!
გალაკტიონ ტაბიძე
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
0
0
მადლობა შეფასებისთვის! ❤️