უკან: გალაკტიონ ტაბიძე

დროა

6 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ღვინის გადაჰკარ თასი,
ასი ათასი, ასწი!
ეს ადვილია, ვინემ
შველად მოვიდეს ვინმე.
ეს ადვილია უფრო -
ვინემ ღამეა კუპრი,
დროთა სიკვდილი როა;
ასწი, გადაჰკარ, დროა.