კვლავ იმას ვიცავ,
სულით და გულით
რასაც ვიცავდი.
მაინც რას ნიშნავს
მშობელო მიწავ,
ეს დღე, საათი,
ეს წელიწადი?
ეს არის წლების,
ეს არის მასის
უზენაესი
მარშით ვლინება!
ეს არის ოცის -
როგორც ათასის -
წლის ბრწყინვალებით
დაგვირგვინება!
ეს წელიწადი
მჭიდრო ფუძეა!
შეუდარებელ
წლებს გადარჩება -
მზე: საბჭოური
კონსტიტუცია!
სოციალისტურ
მზის გამარჯვება!