უკან: გალაკტიონ ტაბიძე

გზა არ ღირს დავიდარაბად ..

7 ნახვა  •  1 წთ კითხვა
გზა არ ღირს დავიდარაბად,
ძალზედ ხმაურობს პარტერი;
არა სიზმარი, არამედ
მართლა ვარ მილიარდერი.

მაგრამ ვის შემოვუშენო:
ნარგიზები და ვარდები;
მითხარ, უშენოდ, უშენოდ
რად მინდა მილიარდები?!