უკან: გალაკტიონ ტაბიძე

ის, როგორც დენდი ..

7 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ის, როგორც დენდი, შესული შავში,
თვლემს სადმე წყნარად,
ხელში კანკალით აიღებს ბავში
და ფიქრობს მარად -
იმის მაგიერ, რომ ეპყრას ყაჩაღს
თეთრი კბილებით,
ოდეს საომრად ამზადებს ნაჯახს
გამოცდილებით...