LITERATURA
მთავარი
პოეზია
პროზა
ბლოგი
კონტაქტი
უკან:
გალაკტიონ ტაბიძე
ლერწამო! ვერ მოგჭერ ..
6 ნახვა •
1 წთ კითხვა
ლერწამო! ვერ მოგჭერ
ოცნებაო ჩობნის,
ეს ფოთოლი ზოგჯერ
ადამიანს ჯობნის;
სად არ ვიყავ: სიბრძნეს
თაყვანს აღარ სცემენ,
ფოთლებმა კი მიგრძნეს,
შრიალს მაგებებენ.
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
0
0
მადლობა შეფასებისთვის! ❤️