უკან: გალაკტიონ ტაბიძე

ლონდონი სდუმს ..

6 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ციკლიდან „პაციფიზმი“

ლონდონი სდუმს. არ აქვს გრძნობა
როგორც სიჭაბუკეში.
კატასტროფა, კატასტროფა
და არსაით ნუგეში.
იგი ფიქრობს: „მოსკოვიდან
მწარე წვიმა მასველებს
აი ცნობა, გულო ჩემო,
შენ რომ არ მოგასვენებს“.