უკან: გალაკტიონ ტაბიძე

მე კავკასიის ქედები მთხოვენ

7 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მე კავკასიის ქედები მთხოვენ,
მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,
ვუსმინო ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს,
აგუგუნება კაეშაურის.
მე მშობლიური არაგვი მირჩევს,
წინასწარ ვიგრძნო, ვიცოდე მარად,
ქართველის გული თუ რისთვის ირჩევს,
ომში სიცოცხლე ჩასთვალოს არად.
იმ დღეებს ძეგლი უნდა აუგო,
უნდა აღვმართო წყებათა-წყება,
ვით აღიმართა შენთან, ძაუგო,
გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება!