უკან: გალაკტიონ ტაბიძე

მრავალი სული მონათესავე

7 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ციკლიდან „ეპოქა“

კოლონიალურ მხარეთ გენია.
ის აძლევს პასუხს შხამიან ენით.
განა ბრალი გვაქვს, რომ მსოფლიო წუხს
სიმძიმისაგან გამწყდარი თმენით.
განა ბრალი გვაქვს, რომ გემს აჩნია
ქარიშხლიანი იარა მწვავე,
და ცისქვეშეთში ჩვენ გაგვაჩნია
მრავალი სული მონათესავე?