უკან: გალაკტიონ ტაბიძე

ნავი არ უნდა გასწირო შენი ..

7 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ნავი არ უნდა გასწირო შენი,
ზღვათა მიდამოვ,
ახალგაზრდობის გამო ჩადენილ
ცოდვათა გამო.

რისი ცოდვები! ლალ-იაგუნდათ
უჩნდეს დღე, თვენი.
არე-მიდამოვ, შვილი არ უნდა
გასწირო შენი!