უკან: გალაკტიონ ტაბიძე

ფანტასტიური იმპერატორი

132 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ჰაერი სავსე საღამოს ყინვით
და მოვარდნილი ფიქრის გორები...
ავსებენ ჰაერს იდუმალ გრგვინვით
ფანტასტიური ორატორები.

და მიტინგები იყო მრავალი,
რომ ბედის მონა და უმადური
მისდევდა ჰაერს, ცად მიმავალი
ფანტასტიური იმპერატორი.

შეკრებილიყვნენ ყრუ და მუნჯები,
მათი თითებით მეფის ხსენება
იყო გრიგალის და გაურჩების
ფანტასტიური გადაჭენება.

გალაკტიონ ტაბიძე