უკან: გალაკტიონ ტაბიძე

ფაცხა მეგრული ოდა გურული ..

6 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ფაცხა მეგრული, ოდა გურული,
ისლით და ყავრით გადახურული.
სულ ერთი არის ფაცხა და ოდა,
თუ სიყვარული არსებობს ცოტა.

პატარა სახლი, როგორც ნალია,
თვით სასახლეზე იდუმალია,
სტუმართმოყვარე იმედით დაცხა,
გურული ოდა, მეგრული ფაცხა.