LITERA
TURA
მთავარი
PDF წიგნი
პროზა
ბლოგი
კონტაქტი
უკან:
გალაკტიონ ტაბიძე
ყველა საქმეები
50 ნახვა •
1 წთ კითხვა
ყველა საქმეები მივეცი ნიავქარს,
ყველა საქმეები მივეცი ქაოსებს,
ვარ თავისუფალი.
მახარებს მხოლოდ მზიანი დღეები.
ყველა საქმეები მივეცი ნიავქარს
ყველა საქმეები.
სალამი მსუბუქ ქნარს,
სალამი ცინერარს.
ყველა საქმეები მივეცი ნიავქარს,
ყველა საქმეები
წყალს მივეც მდინარეს.
გალაკტიონ ტაბიძე
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
0
0
მადლობა შეფასებისთვის! ❤️