ვინ იწყევლება და იკრულება?
მე, ის, დემონი, შენ, ჟრუანტელი,
ჩვენ სისხლით დავდეთ ხელშეკრულება.
ყველა შანდალში ჩაჰქრა სანთელი
და სიბნელეა გადარუხილი,
გავარდა მეხი, ხარობს ქუხილი
და დემონების კორიანტელი.
ქალაქი ხმათა, კვეთა-ცელვათა,
ის, დღევანდელი და წინანდელი...
და როს დაწყნარდა ქარი ღელვათა,
უცებ აენთო ყველა შანდალი.