არის კანდელი
უფრო ელვარე,
ბადრი, წითელი,
უფრო მხნე, ვინემ
გზა შარშანდელი,
თუმც არა როგორც
შარშანწინდელი!
ეს წელიწადი
და ეს საათი
შარავანდედი არის
მთელ დროთა!
ეს არის შვიდას
ორმოცდაათი
წლის მოზღვავება:
ეს არის შოთა.
უმშვენებს კედელს
სურათი მისი
ერთს პოეტს, ვინაც
ქართლში ყოფილა.
რა საოცრებებს
ფარავს პარიზი,
ქვეყნად ყველაფრით
უკმაყოფილო.