შორს გაისმის ხმა შეფფილდის,
სად მანქანათ მშენებლობა
აჩქარებულ ბიჯით მიდის.
მისგან, ასე დაცდილია,
სჯობს ვისწავლოთ ბევრი რამე.
ჩვენშიც შრომა გაშლილია
და გუგუნებს დღე და ღამე.
ზეინკალმა აითვისა
საზეინკლო ვარაუდი:
ნაცვლად სამი საათისა
კმარა შვიდი თუ რვა წუთი,
რომ ნაწილი მანქანების
მიაწოდოს ამხანაგებს.
ეს საქმეა - გაქანების,
და ზეინკალს საქმე აქებს.
ჩვენ მანქანათმშენებლობა
მოგვაგონებს, რაც წინ მიდის:
დაუღლელად ქსოვს ევროპა.
შორს გაისმის ხმა შეფფილდის.