უკან: გალაკტიონ ტაბიძე

შეცდომა ქვეყნად რაოდენია ..

6 ნახვა  •  1 წთ კითხვა
შეცდომა ქვეყნად რაოდენია,
(არ გეცინება და იცინი კი),
კაცი მგონია გმირი, გენია
და აღმოჩნდება უცებ ცინიკი.

მე მენანება მცდარი იმედი.
კვლავ დანარცხებად მიწას შთენია
აღტაცებული ცად განიმედი,
შეცდომა ქვეყნად რაოდენია!