LITERA
TURA
მთავარი
PDF წიგნი
პროზა
ბლოგი
კონტაქტი
უკან:
გალაკტიონ ტაბიძე
შორს იალქნები სჩანან
47 ნახვა •
1 წთ კითხვა
შორს იალქნები
სჩანან ზეფირად.
ზღვას და მეზღვაურს,
მოგზაურთ ხმაურს -
და აურ-ზაურს
ვიცნობ ზეპირად.
შავი ზღვის პირად
შენ იდექ მწირად:
გეტყოდა ტალღა:
წავიდეთ ძირად.
მაგრამ, აჰ, შველა:
შორს ცისარტყელა
გაჩნდა და ელავს
შავი ზღვის პირად.
შორს იალქნები
ჰქრიან ზეფირად.
გალაკტიონ ტაბიძე
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
0
0
მადლობა შეფასებისთვის! ❤️