წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით,
ჰანგები დაქრიან, ვით ქარში ისრები
და სული ფითრდება ნათელის ცვალებით.
წავიდნენ ლანდები, მეორე, მესამე...
და ღამე დაჭრილი ფრთებივით დაქანდა.
შენ იცი? შენ იცი - მე როგორ ვეწამე?
როდესაც მე მოველ - არავინ არ ჩანდა!
მე მქონდა ვაზაში ვარდები მრავალი
უცხო და შორეულ მდინარის ნაპირთა.
არ იყო იქ მხოლოდ ნაცნობი ყვავილი,
იდუმალ ძახილმა ღამით რომ დამპირდა.