უკან: გალაკტიონ ტაბიძე

წარწერა ხოვლეს ორნამენტზე

100 ნახვა  •  1 წთ კითხვა
სადღაც კი იყო ადგილი ხოვლე,
სადღაც კი იყო ნაკალოარი.
საუკუნეთა თოვლო, ითოვლე!
მაინც დადნება ეგ ნათოვლარი!
სადღაც კი იყო ადგილი ოშკი,
სადღაც კი იყო ის ზედაზენი.
დაფარულია თანაბრად კოშკი,
რომ აღიმართოს ის საზარელი.

გალაკტიონ ტაბიძე