მოელვარე ცის კიდურში გამიტაცებს ხოლმე წუთი.
მავიწყდება ამ დროს ღმერთი, წუთს ვუმონებ გულის ძგერას,
რადგან ღმერთი ჩემშივეა და მევე ვქმნი ბედისწერას.
წუთი მაძლევს აღმაფრენას, მაგრამ წუთი თუ გამწირავს -
დამიმონებს, გულს გაგმირავს, ძირს ჩამითრევს და დამძირავს,
მიწიდანაც ტყვეყოფილი თვალს ვადევნებ ვარსკვლავთ რბენას
და მაშინაც წუთში ვეძებ საოცნებო აღმაფრენას.
და, როდესაც მე ბედს ველი, გრიგალივით მოგუგუნეს -
ლოდინშიაც წუთს მივყვები და მივყვები საუკუნეს!