LITERA
TURA
მთავარი
PDF წიგნი
პროზა
ბლოგი
კონტაქტი
უკან:
გალაკტიონ ტაბიძე
ვარდი კოკობი გადაფურჩქვნილი ..
46 ნახვა •
1 წთ კითხვა
ვარდი კოკობი გადაფურჩქვნილი
როცა ვიხილე, ვიგრძენ ცხოვრება,
მაგრამ რა ხელი მისკენ გავწიე,
ის სწრაფად მოსწყდა, ეკლებს დაება.
ჩემო სიცოცხლევ, თუ დაგენდობი,
იმედს მომიკლავ, განა არ ვიცი?
ოჰ, შენ თვალთმაქცობ... სულ ტყუილია,
შენი ვედრება და შენი ფიცი!
გალაკტიონ ტაბიძე
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
0
0
მადლობა შეფასებისთვის! ❤️