უკან: გიორგი ლეონიძე

დილა ნარგიზნარევი

5 ნახვა  •  1 წთ კითხვა
დილა ნარგიზნარევი,
ვენახი, ნიგვზნარები,
და მზის ცვარის მწოვარი
მხიარული მინდვრები ―
ჩემი სამშობლო არი,
ჩემი ნამემკვიდრები,
ჩემი გულის მეგზური
და ოცნების მანძილი...
ჩემი სიტყვა ლექსური,
არა მისი ნაწილი...
სიტყვას რომ შუქს ვადენდი,―
მისი შარავანდედის
არი გამონაჭვირი...