არა ყოფილა ლაჩარად,
თავისუფლების წყურვილის
მეტი მას არა დარჩა რა!
თოფი ესროლა, ხმალი სცა,
მტერს შუბი მკერდში გასჩარა!
ისევ დგას გონიოს ციხე
და კახაბერიც დამრჩალა!
ამაყად ბრწყინავს ბათუმი, -
მტერს პირში ბურთი ჩასჩარა,
თამარის ღიმი კვლავ ჰყვავის,
დღემდისაც აღარ დამჭკნარა!
შვილი ვარ, განა მოსული,
შორიდან გადმონაჭარად?
შენს სიყვარულს და ტრფიალსა
გულში ვიწურავ მაჭარად,
გული ხარ საქართველოსი, -
მესხეთო,
ჩემო აჭარა!