ზედ მთვარის პირი ნამგლური,
ცა მინანქრული, ლამაზი,
ცისკრულად გადანამქრული.
ნაწვიმარ ნაძვთა ნაწური,
მდელოზე დანაცვინარი,
ვენახში ვაზი გაწნული,
მტკვარი კაშკაშით მცინარი...
და გულის ნამეტნაობით
ზღვა სიყვარული ამტყდარი...
ლექსი, ოცნებით ნაომი,
მზე ― ჭიმჭიმაზე დამდგარი...