ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება!
შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
შენს სილამაზის იქით _ ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარედი;
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;
შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.