და წინაპართა ხმა გადასული...
წარღვნების შხაპი მეყურებოდა,
ბუკი, ზრიალი, ზარი წარსულის...
მინდვრების ხანძრით გადაბუგულის
მე მდუმარება მეყურებოდა...
მე საძირკველზე გატარებული
გუთნის გუგუნი მეყურებოდა...
მისი ტირილიც, ვინც მიანება
თავი სამშობლოს, ― მეყურებოდა;
ძვლების და კენჩხოს გახმიანება,
სეტყვა და ღვარი მეყურებოდა...
როგორ მტანჯავდა, როგორ მესმოდა,
რა ყურმახვილად მეყურებოდა...
ჩემი სამშობლო როგორ კვნესოდა, ―
ლომის ძახილი მეყურებოდა...