უკან: გიორგი ლეონიძე

ვინ აჩუქურთმა სიტყვა ქართული...

5 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მას ვიგონებდეთ
ლხინში გართულნი,
ვინ აჩუქურთმა
სიტყვა ქართული,
ვინც არჩეულა
ქართლის ქადაგად,
ვინც ჩვენი ძარღვი
ლექსით დადაგა,
ვინც გულის ოქრო
დააბადაგა,
გულთან გული ჰყო -
გადახლართული!