უკან: გიორგი ლეონიძე

ზამთრის დილა

5 ნახვა  •  1 წთ კითხვა
დროშის ბრდღვიალა ფარჩითა
მზე ბრწყინავს ნარგიზნარევი,
ყინვამ ფანჯრები დაჩითა
ფოთოლნარ ― ყვავილნარებით.
მე კი სულ პატარა ვარდი
ლექსში ვერ გამოვიყვანე
გულს მიღრღნის ეჭვი და დარდი:
მაშ, რისთვის უნდა გიყვარდე?