შენს სიახლოვეს ვგრძნობ
და მიკვირს,
სიტყვებში როგორ შემოხვედი...
სად ხარ, არ ვიცი,
შორიახლოს თუ ისევ გულში?! -
მე სულით გხედავ...
უთქმელადაც ვსაუბრობთ ხოლმე _
ჩრდილების ენით
და ნაბიჯების ექოების მონაცვლეობით _
ჰაერის ჩქამით და ჰორიზონტით,
იოტასავით რომ ინასკვება
და მხოლოდ გულში გავლებულ სიტყვით.....
წარმოსახვა სარეველაა,
ყაყაჩოსავით ლამაზია, მაგრამ ფუჭია.
ჩამქრალ ოთახში უმიზეზოდ ირწევა ფარდა,
და მოჩურჩულე სანთლის ალი
შენი ტუჩია.