უკან: გივი ალხაზიშვილი

ვერ აღივსება გული ჩემი შენდამი მტრ-ობი-თ..

1 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ვერ აღივსება გული ჩემი შენდამი მტრ-ობი-თ,
მხოლოდ ეგაა, სახელს შენსას მოედო ობი.
შენ ცხოვრ-ობ შენი გულგრილ_ობი_თ, მე ვარ უშენოდ
და აღარ მინდა უშენ-ობ-ას ამოვუშენო
მტრ-ობი-ს კედელი, რადგან ახლაც მოჩანს გარკვევით,
ქსოვ სიმარტოვეს აბრეშუმის ჭიის პარკივით.

გივი ალხაზიშვილი