უკან: გოდერძი ჩოხელი

არ შეგხვდა? ..

5 ნახვა  •  1 წთ კითხვა
- არ შეგხვდა?
-არა, არ შემხვდა.
- მერე?
- რა მერე?
- არ მოიყვანე ცოლი?
- არა.
- კიდევ იმას ელოდები?
- ჰო.
- რამდენი წლის ხარ?
- სამოცდაექვსის.
- კიდევ გიყვარს?
- კიდევ.
- იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი…