„ეხლა წადგა სპასალარი…
— „მეფევ, რაც სთქვეს, მართალია.
შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, —
ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?!
თუნდ რომ დავჩეთ, ვინ რას გვეტყვის,
რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი?
არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, —
სახელიო, ან სიკვდილი.
ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს,
სირცხვილისგან დაგვიხსენი!..
მეფეს ვფიცავ, — მამ-პაპებრ
დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი“.
ბატონმა თავი ჩაჰკიდა
გვირგინოსანი, ცხებული,
დიდ ხანს იყო დაღონებით
ეგრე თავჩაკიდებული…