სიყვარულო, თვალ-ჟუჟუნა პაწაწია;
რათ მოგწყვიტეს, მოგაშორეს შენს სამშობლოს გულ-მოქარგულს, ძაძა
რისთვის მოახვიეს კოკორ-გაშლილს შენს სიყვარულს?
“ეჰ, ნუ მკითხავ...” - მიპასუხა მე სტუმარმა უცაბედმა, ის ჩემს ციხის
ფანჯარაზე მოწიწებით დადვა მტრედმა:
“ეჰ, ნუ მკითხავ, ჰკითხე ბორკილს, შენს ხელებზე გაბმულ ჯაჭვსა,
ჰკითხე კლიტეს - შენს კისერზე და ცხოვრების ქარიშხალსა;
დიახ, ჰკითხე...” მაგრამ იას შეეცვალა უცებ ფერი და ფანჯარის რკინის
ჩარჩოს ზედ დააკვდა მშვენიერი.