პირსისხლიანო ყორანო, დუშმანო ოხერ-მკვდრებისა, საიდან მოხვალ?
მიამბე ამბავი საფლავებისა. - გეტყვი, გიამბობ: იქ ვიყავ, სად მტკვარს
არაგვი ეხვევა, ალაზანს გული უგმინავს, რიონი ჭალებს ერხევა. კაი რამ
არის ქვეყანა, ედემზე უკეთესია, კაეშნის ბულბული მღერის, სევდის
ვარდები სთესია. იქ იალბუზის მკერდიდან წყარო რამ ჟვენავს ტინისა: -
ამბობენ, ვითომც ცრემლია უწინდელ გმირთა-გმირისა. დღისით მზე
ხიშტზე თამაშობს, ღამე - კოცონი ანთია, ალში შეხვეულ სოფლებსა
სისხლის ტბა გაუნათია!.. - პირსისხლიანო ყორანო, დუშმანო ოხერმკვდრებისა,
ეგ ხომ ჩემია სამშობლო, სისხლიც ჩემ მოძმეებისა! -
თვალებს გიქებენ საკორტნათ, ჰკვდები ციმბირის ველზედა... შენი
სამშობლოც ჩემია, ბუდეს ვსდგამ იმის მკერდზედა!... ეს ჩამომყეფა
ყორანმა, გული წაიღო ნაღველმა... მუქარაც ვერ ვსთქვი - სამშობლოს
მხდალი შვილების მნახველმა...