უკან: ჯანსუღ ჩარკვიანი

ხომალდი

104 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ამხელა წყალში,
ამხელა წყალში,
როგორ გაბედე,
თეთრო ხომალდო...
დაგეჯახება გრიგალი,
დაგშლის,
გრიგალი დაგშლის
და გამოგაგდებს...
ტალღაზე უფრო მაინც იჩქარე,
რომ არ ჩაგძიროს თეთრმა ქარებმა...
უნდა გაგაქროს,
უნდა მიგჩქმალოს,
მოდის გრიგალი და გეზმანება.

ჯანსუღ ჩარკვიანი