უკან: ჯანსუღ ჩარკვიანი

რა ახლოსა ხართ ..

426 ნახვა  •  1 წთ კითხვა
რა ახლოსა ხართ,
ხეებო, მზესთან,
რა ახლოსა ხართ
მზესთან, ზარებო.
გაუხელია თვალები ნესტანს
და მოდის თამარ მეფის ზმანებად...
ჩვენი სიმღერა უთუოდ დღეს ვთქვათ,
რა დროს შიშია და მოკრძალება...
ეს სიყვარული საუბრობს ღმერთთან
და ალბათ მალე ჩამობრძანდება.

ჯანსუღ ჩარკვიანი