ნეტაი რას ბულბულობ,
გაგიშლია ხალხში სუფრა,
უპუროდ და უფულოდ!
კმარა,გეყო,დასცხრი გულო,
აგრემც წვრილშვილს დაურჩი,
ნეტაი შენ,რად კითხულობ,
შენს სამშობლოს რა უჭირს.
არც შორიდან,არც ახლოდან,
შიგ სულიდან მესმოდა,
ის - მეორე, ჩამძახოდა,
აზრს ტყვიასებრ მესროდა.
ვთქვი,ეშმაკმა თუ განდევნა
ანგელოსი ქვეყნიდან,
თორემ ასე უდარდელად
სული ვის მიეყიდა.
მშვიდად უნდა იყოს ძროხა...
ღმერთო,ერთს გევედრები-
არ მაცალო ამოოხვრა,
თუ მშვიდად დავბერდები.