კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1891 წელს (ზოგი ცნობით 1893 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836–1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?–1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები... სრულად ნახვა
კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1891 წელს (ზოგი ცნობით 1893 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836–1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?–1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა. აკეცვა