უკან: ლია სტურუა

იდაყვი, ჩამორტყმული მაგიდაზე..

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
იდაყვი, ჩამორტყმული მაგიდაზე,
თვალებიდან ნაპერწკლები...
ტკივილიც შუქით თავდება,
როგორც ყვირილი რომელიმე
ქართული ხმოვნით?
ამ შუქიდან იმ შუქამდე
ერთი დერეფანი მარტოობა,
ბოლოში ცოდვილები გაზქურით ხელში,
უცოდველები ნარგიზის ეგო-თი,
აქეთ _ ღვინიდან ამოსული მეტაფორა:
_ ნათელში ამყოფოს ღმერთმა!
მიწა შავია და ტალახიანი,
პოეზიისთვის, მაინც, მადლობელი ვარ.

ლია სტურუა