კურდღელმა უთხრა: - მწევარო!
შენ რომ დაეძებ, მე ვარო,
თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი,
აგერ ბუჩქებში ვწევარო.
მწევარმა უთხრა: - კურდღელო!
სიზმარში გნახე წუხელო,
ვეღარ დაგიჭერ, დავბერდი,
ვარ უფეხო და უხელო.
თუმცა არც ისე ვწუხვარო,
შენც მხიარულად ნუ ხარო,
ისეთი ლეკვი მეზრდება,
სიზმარშიც ვერ წაუხვალო!