უკან: ნოდარ დუმბაძე

გაზაფხული

18 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ღამეა, ცაში ომია,
ელვა ქვემეხებს ისვრის,
ქარმა ღრუბელი დაგლიჯა,
ადინა თეთრი სისხლი,
წვიმა თქრიალით მოვარდა,
ტყე დაიბურა ნისლით.
დილით მზე ამოჩახჩახდა,
გადაიბარდნა ნუში,
რაღაცამ გამოიღვიძა,
გაითამაშა გულში,
ბებიამ უთხრა ბაბუას:
- გაზაფხულდაო გუშინ.

ნოდარ დუმბაძე