უკან: ნოდარ დუმბაძე

ფუტკარი

18 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მზია, ლილი და ნანა
გატენილ სკებთან დგანან:
- ფუტკარო, აბლი, ბაბლი,
მოგვეცი ცოტა თაფლი?!
გავუყოფთ გივის, ზაზას,
თინას, მანანას, ნესტანს,
ნუ გეწყინება ოღონდ
და ნუ დაგვასობ ნექტარს.
ფუტკარო, აბლი, ბაბლი,
თუ გინდა ქვეყნად მადლი,
მოგვეცი ცოტა თაფლი?!
ხედავს ფუტკარი: სკასთან
ბავშვები პურით დგანან.
ადგა და მისცა თაფლი,
ღორმუცელაა განა?!

ნოდარ დუმბაძე