ეს გიშრით პირამდე ნავსები ურმები,
მიდიან. ჭრიალით, ზარმაცად, ზმორებით,
ფუტკრების ზუზუნით გიწივის ყურები.
ეს ღვინის სიმაგრით დაგული ბიჭები
მარანს გარს უვლიან ბახუსით ნამიანს,
მღერიან, თვრებიან პირსავსე ჯამებით,
მღერიან: დალიე, დაგილევ ძამია.
ღვინო კი ჩუხჩუხით იღვრება ჭურებში,
ჭურები გმინავენ, ქშინავენ, თვრებიან,
მტევნები, ჩაყრილნი საწნახლის უბეში,
ცრემლს ღვრიან წუწუნით და შაქრად დნებიან.