უკან: ნოდარ დუმბაძე

ვაი დედასა!

5 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ტყეში გაისმა კიკინი,
შეიძრა მთები სურების,
კუჭგამომხმარმა ტურებმა
გამოიფხიკეს ყურები.

სოროებიდან გამოძვრნენ,
აუბაგუნდათ გულები,
გაიხედ-გამოიხედეს,
დაზვერეს გზები ურები.

უცებ წააწყდნენ ბეკეკას,
დრო აღარ იყო ყურების,
თონეში ცეცხლი ჩაანთეს,
დააცხვეს დედას პურები,

მოიპატიჟეს სტუმრები,
მოხადეს სავსე ჭურები.
ვაი დედასა! სად იყვნენ
ბროლიები და მურები!