LITERA
TURA
მთავარი
PDF წიგნი
პროზა
ბლოგი
კონტაქტი
უკან:
ნოდარ დუმბაძე
ზღვა
49 ნახვა •
1 წთ კითხვა
მე აქ ვერ დავდებ ზღვარს,
მე აქ ვერ ვიტყვი ლექსს,
ყველაფერს ამბობს ზღვა,
თუმცა არაფერს წერს.
ვფიცავ მიწას და მზეს,
ზღვის მაჯისცემა მშურს,
ზღვაო, არ გეტყვი ლექსს,
მხოლოდ დაგიგდებ ყურს.
მერე მოგანდობ თავს,
მერე მოგანდობ სულს,
თუ არ დამიმსხვრევ ნავს,
თუ არ გამწირავ სულ.
ნოდარ დუმბაძე
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
0
0
მადლობა შეფასებისთვის! ❤️