უკან: ოთარ ჭილაძე

დაღლილი და ბებერი ..

5 ნახვა  •  1 წთ კითხვა
დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი...
მობუზულან სოფლები, როგორც ღმერთის ობლები.
ბელტზე ყვინთავს ყარყატი(გამარჯობა-ნახვამდის)
დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი.
იძირება სარკმელში, როგორც წყალში ანკესი.
დაღლილი და ბებერი, მიდის მატარებელი.
დაღლილი და ბებერი მიდის მატარებელი..
და ფოთლები კაეშნის ფარფატებენ ჰაერში...